Description
გამოყენების ინსტრუქცია
-
-
ზედაპირის მომზადება:
-
-
ორივე ზედაპირი, რომელთა შეწებებასაც აპირებთ (მაგალითად, ტელეფონის ჩარჩო და ეკრანი), კარგად გაწმინდეთ ძველი წებოს ნარჩენებისგან, მტვრისა და ცხიმისგან.
-
გასაწმენდად გამოიყენეთ იზოპროპილის სპირტი (აკა), რადგან ის სწრაფად ორთქლდება და არ ტოვებს ტენიანობას.
-
-
-
წებოს დატანა:
-
-
წაუსვით წებოს ძალიან თხელი და თანაბარი ფენა ზედაპირზე.
-
ჩაშენებული წვრილი ნემსი საშუალებას გაძლევთ წებო ზუსტად იმ ზოლზე დასვათ, სადაც გჭირდებათ. ტელეფონებზე მუშაობისას მოერიდეთ კამერისა და სენსორების ზონებს.
-
-
-
ცოტა ხნით დაცდა (მნიშვნელოვანი ეტაპი):
-
-
წებოს დატანის შემდეგ ეგრევე არ შეაერთოთ დეტალები.
-
დაიცადეთ 2-3 წუთი, სანამ წებო ჰაერზე ოდნავ არ გასქელდება (არ გახდება წებოვანი/წელვადი). ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შეერთებისას წებო გვერდებიდან ზედმეტად არ გადმოვიდეს.
-
-
-
დეტალების შეერთება და ფიქსაცია:
-
-
შეაერთეთ ზედაპირები და მსუბუქად დააწექით თითებით.
-
მყარი მოჭიდებისთვის აუცილებელია ნაწილები დარჩეს დაჭერილ მდგომარეობაში. გამოიყენეთ სპეციალური პატარა დამჭერები (Clamps) ან ჩვეულებრივი საკანცელარიო რეზინები
-
-
-
-
-
გაშრობის დრო:
-
-
პირველადი დაფიქსირება: 3-6 წუთი. ამ დროს დეტალები უკვე აღარ დაიძვრება, თუმცა წებო ჯერ კიდევ ნედლია.
-
სრული გაშრობა: დატოვეთ ნივთი ფიქსატორებში 24-დან 48 საათამდე. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ აღწევს წებო მაქსიმალურ სიმტკიცეს.
-
-
-
ზედმეტი წებოს მოცილება:
-
-
თუ წებო გვერდებიდან მაინც გადმოვიდა, ნუ ინერვიულებთ. სანამ ნედლია, შეგიძლიათ თითის გადასმით ან სპირტიანი ხელსახოცით მოწმინდოთ.
-
თუ უკვე შეშრა, მას აქვს რეზინის კონსისტენცია, ამიტომ ზედმეტი ნაწილები მარტივად შეგიძლიათ „ააგოროთ“ თითით ან ფრთხილად მოაცილოთ პინცეტით.
-
-
-




















